ავღანეთში აფეთქებას ქაბულის გუბერნატორის მოადგილე ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მაღალჩინოსნის მანქანაზე იყო მიმაგრებული.
ქაბულის გუბერნატორის მოადგილე მაჰბუბულა მოჰები დაცვის თანამშრომლებთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როდესაც აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად მისი დაცვის ორი წევრი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.