ავღანეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი დაშავდა
ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
როგორც მედია წერს, სულ მცირე, სამი ბიძგის შედეგად დაზიანდა უამრავი შენობა და ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.