ავღანეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:19 საათზე, დასახლებულ პუნქტ ჯარმიდან სამხრეთით 42 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.