ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა
ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა შენობები. სტიქიამ გამოიწვია მეწყერიც. შედეგად, პაკისტანში რამდენიმე ავოტომაგისტრალზე მანქანების მოძრაობა შეუძლებელი გახდა. მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. მიწისძვრა იგრძნობოდა ინდოეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და თურქემენეთშიც.