ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ განი მოსახლეობას ბოდიშს უხდის მთავრობის მოულოდნელი დაცემის გამო, თუმცა უარყოფს, რომ მან ქვეყნის დატოვებისას მილიონობით დოლარი წაიღო.

„ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან ქვეყანა უსაფრთხოების გუნდის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, ვინაიდან მისი დარჩენის შემთხვევაში ქალაქში შეტაკებები დაიწყებოდა.

„ქაბულის დატოვება ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მჯერა, რომ ის იყო ერთადერთი გზა იარაღის დასადუმებლად და ქაბულისა და მისი ექვსი მილიონი მოქალაქის გადასარჩენად“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ავღანეთის ყოფილი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ კორუფციამ ქვეყანას ათწლეულობის განმავლობაში უდიდესი ზიანი მიაყენა და სწორედ მის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, მისი, როგორც პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი.