ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი სპეცრაზმის ბაზასთან ააფეთქა
ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი სპეცრაზმის ბაზასთან ააფეთქა

ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი სპეცრაზმის ბაზასთან ააფეთქა.

ტერაქტი ქალაქ მაიდან შაჰრში, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა. ავღანური სააგენტო Tolo News-ის ინფორმაციით, ავღანეთის სპეცრაზმმა სამი თავდამსხმელი მოკლა, კიდევ ერთმა თალიბმა კი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლია ავღანელ სამხედროებს შორისაც, თუმცა დაღუპულების რიცხვი ამ დრომდე უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა თალიბანმა აიღო.

დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ავღანეთის არმიის სპეცრაზმის სამხედრო ბაზას თალიბების ჯგუფი დაესხა თავს.