ავღანეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰაკანის ქსელის“ 11 წევრი დააკავეს
ავღანეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰაკანის ქსელის“ 11 წევრი დააკავეს

ავღანეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰაკანის ქსელის“ 11 წევრი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტერიტორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ. ისინი დაკავებული იყვნენ ნაღმების დამონტაჟებითა და მაღალჩინოსნების მკვლელობებით.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და მოტოციკლები ამოიღეს.

„ჰაკანის ქსელის“ ორგანიზებით, 2012 წელს ავღანეთში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაც განხორციელდა.