ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის შიიტურ მეჩეთში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის შიიტურ მეჩეთში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ბოლო მონაცემებით აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 47 ადამიანი, ათობით დაშავებულია.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ მათმა ორმა მებრძოლმა ჯერ მეჩეთის დაცვის თანამშრომლები მოკლეს, შემდეგ კი ხალხის ნაკადში შეიჭრნენ და თავი აიფეთქეს. თავდასხმის დროს მეჩეთი სავსე იყო მომლოცველებით.
გასულ პარასკევს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ ყუნდუზის მეჩეთში, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ავღანეთში მოქმედმა ფრთამ აიღო.