ავღანეთის საკითხზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ყატარს, პაკისტანსა და უზბეკეთს ეწვევა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის საკითხზე ზალმაი ხალილზადი ყატარს, პაკისტანსა და უზბეკეთს ეწვევა.
„ვიზიტის პროცესში ელჩი ხალილზადი მტკიცედ განაგრძობს დიპლომატიურ მცდელობებს ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატების მხრიდან სამშვიდობო პროცესის მუდმივი მხარდაჭერის ფარგლებში, იგი იმუშავებს ყველასთან, მათ შორის საკითხით დაინტერესებულ რეგიონულ და საერთაშორისო მხარეებთან, რათა მოხდეს შემდგომი წინსვლა პოლიტიკური მოგვარების პროცესში. რაც უფრო მალე მიიღებენ მხარეები შეთანხმებას, მით უფრო მალე შეძლებენ ავღანეთისა და რეგიონისთვის სარგებლის მოტანას, მათ შორის რეგიონული კავშირები გაფართოებისა და ვაჭრობის მიმართულებით. ელჩი ხალილზადი ტაშკენტში მონაწილეობას მიიღებს რეგიონული თანმშრომლობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უზბეკეთის ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.