ავღანეთის ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბანკის წინ თავი აიფეთქა, დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი
ავღანეთის ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბანკის წინ თავი აიფეთქა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულია სამი და დაშავებულია 12 ადამიანი.
როგორც ყანდაარის პოლიციაში აღნიშნავენ, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა მშვიდობიანია მოქალაქეა.
მოქალაქეები ბანკთან ფულის გამოსატანად რიგში იდგნენ.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა. მოხმდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.