ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში დილიდან სროლის ხმა ისმის. ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულთა შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, საერთაშორისო სააგენტო Reuters წერს, რომ სროლის ხმა სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა, საიდანაც სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა.
ორი კვირის წინ ამავე ქალაქში ტერორისტული აქტი მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.