ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, ნანგარჰარის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუსი“ავრცელებს.
ასევე, მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხუთმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამხედრო ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
ნანგარჰარის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.