ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის ციხეზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 29 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის ციხეზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 29 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯიჰადისტებთან დაკავშირებული გამოცემა „ამაქის“ ინფორმაციით, თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებით დაიწყო, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. ციხის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
ჯალალაბადის ციხეში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და „თალიბანის“ 1 700-მდე წევრი იყო დაპატიმრებული. თავდასხმის შედეგად ციხიდან გაქცევა 1 000-ზე მეტმა პატიმარმა შეძლო, თუმცა უმრავლესობა კვლავ დააკავეს.
შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 10 თავდამსხმელი მოკლეს.