ავღანეთის ქალაქ გარდეზში, მეჩეთში აფეთქების 30-მდე ადამიანი დაიღუპა, 33 დაშავდა
ავღანეთის ქალაქ გარდეზში, მეჩეთში აფეთქების შედეგად მსხვერპლის რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია 33 ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
ინციდენტის დროს სამლოცველოში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა.