ავღანეთის პროვინცია კუნდუზში, შიიტურ მეჩეთში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთის პროვინცია კუნდუზში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე აიღო პასუხისმგებლობა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington post ავრცელებს.
არსებული ცნობებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. ISIS-K („ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“) სირიასა და ერაყში არსებული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალია.