ავღანეთის პროვინცია ხოსთის ერთ-ერთ სკოლაში აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ხოსთის ერთ-ერთ რელიგიურ სკოლაში სკოლაში აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 15.
გავრცელებული ცნობით, სკოლაში ყუმბარა აფეთქდა.
რამდენიმე დღით ადრე აფეთქება მოხდა ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 32-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.