ავღანეთის პროვინცია ფარაჰში "თალიბანის" წევრები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, დაიღუპა სამი პოლიციელი 
ავღანეთის პროვინცია ფარაჰში "თალიბანის" წევრები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, დაიღუპა სამი პოლიციელი 

ავღანეთის პროვინცია ფარაჰში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, “თალიბანის” წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმაში 80-მდე თალიბი მონაწილეობდა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზაცია გამოცხადდა, შედეგად მებრძოლებმა უკან დაიხიეს. პარალელურად კი, პროვინცია გურში აფეთქება მოხდა. ტერაქტს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა საცხოვრებელ სახლში აიფეთქა თავი. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანი და სამი ქალია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ტერორისტი თავდასხმის განხორციელებას მეჩეთში გეგმავდა, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაადრევად ამოქმედდა.