ავღანეთის პანჯშირის ხეობაში „თალიბანმა“ „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ავღანეთის პანჯშირის ხეობაში „თალიბანმა“ „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ავღანეთის პანჯშირის ხეობაში „თალიბანმა“ „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

„თალიბანის“ ინფორმაციით, გასული ღამიდან მიმდინარე შეტაკებების შედეგად, თალიბებმა ამბოხებულების 11 პოსტი დაიკავეს, ცხრა მებრძოლი მოკლეს და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალები.

თავად „ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ ინფორმაციით, „თალიბანმა“ პანჯშირის ხეობაზე შეტევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და 40-მდე მებრძოლი დაკარგა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. „თალიბანის“ ინფორმაციით, წინააღმდეგობის მოძრაობამ იარაღის შენარჩუნება და ახალ მთავრობაში 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა მოითხოვა, რაც არარაციონალური მოთხოვნებია.