ავღანეთის მთავრობასთან შეთანხმებით, ირანის ხელისუფლება თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ავღანეთის მთავრობასთან შეთანხმებით, ირანის ხელისუფლება თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი შამხანის თქმით, თალიბანთან მოლაპარაკებები ავღანეთში უსაფრთხოების პრობლემების აღმოსაფხვრელად იმართება.
ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსნის განცხადებით, თალიბანთან მოლაპარაკებები სამომავლოდაც გაგრძელდება. აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანი ავღანეთის დასავლეთ ნაწილში გავლენის გაძლიერებას ცდილობს და თალიბანს იარაღით და ფულით ეხმარება.