ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს ყატარში შეხვდებიან
ავღანეთის მთავრობისა და „თალიბანის“ დელეგაციები ერთმანეთს დღეს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდებიან.
მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ გარდამავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების, ასევე ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმართა გაცვლის საკითხებს.
2020 წლის სექტემბრიდან ყატარში შიდაავღანური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები რიგ საკვანძო საკითხებზე ჯერ ვერ თანხმდებიან. კერძოდ, ვერ თანხმდებიან სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.