ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მოსკოვში გაიმართება
ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მოსკოვში გაიმართება

ავღანეთის ხელისუფლებასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ მოსკოვში გაიმართება. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის წარმოება რუსეთის დედაქლაქში 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ზამირ კაბულოვი ამბობს, რომ კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი „საგზაო რუკა“ მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება და პრაქტიკაში განხორციელდება.

„საგზაო რუკა“ ავღანეთის მიერ შეიქმნა და შემდეგ რუსეთში გაიგზავნა. რუსეთში იმედოვნებენ, რომ ე.წ. მოსკოვის ფორმატში მონაწილეობას აშშ-იც მიიღებს.

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდ ქალაქებს არაერთხელ დაესხა თავს.