ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით მაღალია
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 31 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ მძიმე პაციენტები აკითხავენ, ამიტომ ოფიციალური მონაცემები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ზუსტად არ ასახავს. პრესსპიკერის თქმით, შესაძლოა, ავღანეთში ვირუსით 150 00-დან 1,5 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული.
ავღანეთში „კოვიდ-19“-ით 733 ადამიანია დაღუპული. ქვეყანაში ვირუსისგან 13 934 ადამიანი განიკურნა.