ავღანეთის ჰერათის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა მეჩეთში მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა ექვსი ადამიანი
ავღანეთის ჰერათის პროვინციაში შეიარაღებული პირი მეჩეთში შეიჭრა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.
დაღუპულია ექვსი და დაშავებულია ერთი ადამიანი. დაღუპულებს შორის არის იმამი და სამი წლის ბავშვი.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ მეჩეთში შიიტი მუსლიმები ლოცულობდნენ. როგორც მედია წერს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა წარსულში შიიტურ თემზე თავდასხმას „ისლამურ სახელმწიფასთან“ კავშირში მყოფი დაჯგუფებები ახორციელებდნენ.