ავღანეთის ღაზნის პროვინციაში თალიბებსა და სამთავრობო არმიას შორის დაპირისპირებას 103 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ღაზნის პროვინციაში თალიბებსა და სამთავრობო არმიას შორის დაპირისპირებას 103 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანება 133-მა ადამიანმა მიიღო. დაღუპულთა შორის 90 ავღანეთის არმიის ჯარისკაცია, 13 კი მშვიდობიანი მოქალაქე.
დაშავებულია 43 ჯარისკაცი და 90 ადგილობრივი მოსახლე. ავღანური მედია დიდი მსხვერპლის შესახებ იტყობინება თალიბებს შორის, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ბრძოლის შედეგად რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქალაქ ღაზნის დიდი ნაწილი დაიკავა, სამთავრობო არმია კი გუბერნატორის ადმინისტრაციას და ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის შენობას აკონტროლებს. ამჟამად დაპირისპირება მიმდინარეობს პოლიციის რეგიონული განყოფილებისთვის.
Tolo News-ის ინფორმაციით, თალიბებმა ქალაქში საარჩევნო კომისიის ოფისები დაწვეს.