ავღანეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ 2 000-მდე მებრძოლია
ავღანეთის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2 000-მდე მებრძოლი იმყოფება, – ამის შესახებ ავღანეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა.
პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელმაც უარყო, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ჯიჰადისტები სირიიდან და ავღანეთიდან ჩავიდნენ.
„ჩვენი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ავღანეთში ისლამისტების შესაძლებლობები რეგიონული სახელმწიფოების მიერაა შექმნილი“, – აღნიშნა ვაის აჰმად ბარმაკმა.