ავღანეთის ფარას პროვინციაში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა
ავღანეთის ფარას პროვინციაში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციის ბაზებზე თავდასხმის შედეგად, თალიბებმა დიდი რაოდენობით იარაღი ჩაიგდეს ხელში.
ფარას პროვინცია, რომელიც ირანსა და „თალიბანის“ მთავარ დასაყრდენ, ჰელმანდის პროვინციას შორის მდებარეობს, თვეების განმავლობაში ამბოხებულთა ბრძოლის აქტიური ზონაა.
რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ გაზაფხულის თავდასხმების დაწყების შესახებ გასულ თვეში განაცხადა.