ავღანეთის დედაქალაქში საგანმანათლებლო ცენტრთან აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქში საგანმანათლებლო ცენტრთან აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აფეთქება ქაბულის დაშთე ბარჩის რაიონში, ქააჯის საგანმანათლებლო ცენტრთან მოხდა, სადაც გავრცელებული ცნობით, გამოცდა მიმდინარეობდა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 19 და დაშავებულია ათეულობით ადამიანი.
როგორც მედია წერს, იმ უბანში მცხოვრებთა უმეტესობა, სადაც აფეთქება მოხდა, ჰაზარელების უმცირესობის წარმომადგენლები არიან.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
„თალიბანის“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგმეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებულნი.