ავღანეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.
ავღანური ტელეკომპანია „ტოლო თივი“-ს ინფორმაციით, აფეთქების გამო სხეულის დაზიანება 68 ადამიანმა მიიღო.
აფეთქება ქაბულის დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში მოხდა. ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუს“-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის შენობების სიახლოვეს აფეთქდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები დაშავდნენ, შენობა კი დაზიანდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქების შემდეგ ინციდენტის ადგილას სროლის ხმაც ისმოდა.
ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ფირდოუს ფარამაზის თქმით, ჯერ გაურკვეველია სამიზნე ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი.