ავღანეთის დასახმარებლად შემოწირულობების სახით 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა
ავღანეთის დასახმარებლად შემოწირულობების სახით 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა

ავღანეთის დასახმარებლად შემოწირულობების სახით 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, ჟენევაში ავღანეთის დასახმარებლად გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან შემოწირულობების სახით 1,1. მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა.

რამდენიმე დღის წინ, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას და მსოფლიო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების სახით სახსრების გაღებისკენ მოუწოდა.

გაერო-ს მონაცემებით, ქვეყანაში 14 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის წინაშეა, რომელთა უმეტესობა ბავშვია.