ავღანეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის წევრების უსაფრთხოდ ევაკუირებისთვის, ვაშინგტონი ქაბულში სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს გზავნის
ავღანეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის წევრების უსაფრთხოდ ევაკუირებისთვის, ვაშინგტონი ქაბულში სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს გზავნის

ავღანეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის წევრების უსაფრთხოდ ევაკუირებისთვის, ვაშინგტონი ქაბულში სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს გზავნის. მათი ნაწილი უკვე ავღანეთშია. ნაწილი კი, კვირის ბოლომდე ჩავა.

ანალოგიური ზომების მიღებას გეგმავს გაერთიანებული სამეფოც, 600 ბრიტანელი სამხედროს გაგზავნას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ „თალიბანმა“ გუშინ, ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი დაიკავა, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და სავაჭრო ჰაბია.

ამ დროისთვის, რადიკალური დაჯგუფება ჩრდილოეთ ავღანეთისა და ქვეყნის რეგიონული დედაქალაქების თითქმის მესამედს აკონტროლებს.