ავღანეთი საერთაშორისო დონორებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებისთვის დახმარებას სთხოვს
ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვაჰიდ მაჟრომ საერთაშორისო დონორებს მიმართა და მათ ავღანეთის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 100-ს აჭარბებს, ხოლო ქვეყანაში ინფიცირების საერთო რიცხვი 3 392-ს აღწევს. ავღანეთში პანდემიის ეპიცენტრად ქაბული რჩება, სადაც „კოვიდ-19“-ის 909 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„გთხოვთ, დაეხმარეთ ავღანეთის ხალხს და მთავრობას ამ კრიტიკულ ეტაპზე, რადგან სახელმწიფოს საერთაშორისო დონორებისგან მეტი თანამშრომლობა სჭირდება“, – განაცხადა ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვაჰიდ მაჟრომ.