„ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან შვიდი რუსთავის მკვიდრია.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, შვიდი რუსთაველი კოვიდინფიცირებულის 60 კონტაქტია მოძიებული. აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ავერსის კლინიკაში მედპერსონალი მთლიანად ჩანაცვლებულია. ადგილზე მხოლოდ ის ლაბორანტები რჩებიან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სისტემატურად უტარდებათ.