„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია
„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

„ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

იუსტიციის სამინისტროში არ საუბრობენ დეტალებზე, სად და რა ვითარებაში მოხდა პატიმრის დაკავება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და სამართალდამცავებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.