„ავერსის“ კლინიკაში, საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
„ავერსის“ კლინიკაში, საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები.
კითხვას, დაკავებული არიან თუ არა გაქცეული პატიმრები, გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა, ზაზა ზარანდიამ არ უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, მომხდარის დეტალებს ადგენენ.
„ავერსის“ კლინიკაში ცოტა ხნის წინ შსს-ს წარმომადგენლებიც მივიდნენ და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
შემთხვევის ადგილზეა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საბადრაგო მიკროავტობუსი, რომლითაც, სავარაუდოდ, პატიმრები „ავერსის“ კლინიკაში იყვნენ მიყვანილი. „ავერსის“ კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პატიმრები ეზოდან გაიქცნენ. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში გამოკვლევის მიზნით მიიყვანეს. ფაქტი 13:00 საათზე მოხდა.