ავჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
თბილისში, ავჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები, ამიტომ უწყების ცნობით, გამოძების პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.