ავარიული დაზიანების გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
მაგისტრალური წყალსადენის ქსელზე ავარიული დაზიანების გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს, 12 სექტემბერს საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 12 სექტემბერს, 23:00 საათიდან 13 სექტემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის, ქავთარაძის ქუჩების ნაწილს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს; ნუცუბიძის I და IV მიკრორაიონების ნაწილს, V მიკრორაიონს; დიღომი 7-ს, სოფელ დიღომს, მცხეთას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.