AusOpen - მელბურნი ერთ-ერთმა ფავორიტმა დატოვა
AusOpen - მელბურნი ერთ-ერთმა ფავორიტმა დატოვა

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირს მეოთხე ნომრად განთესილი ფავორიტი გამოეთიშა.

გერმანელმა მიშა ზვერევმა სამსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ხუთ სეტში წააგო ATP-ის ამომავალ ვარსკვლავთან, კორეელ ჰიეონ ჩუნგთან.

ფავორიტი ორჯერ იგებდა სეტებში, მაგრამ ჩუნგმა მეოთხე სეტის სტარტიდან საბოლოოდ შეიტანა თამაშში გარდატეხა, მატჩი კი ზედიზედ შვიდი მოგებული გეიმით დაასრულა – 5:7, 7:6(3), 2:6, 6:3, 6:0.

ჩუნგი გახდა ისტორიაში მესამე კორეელი, რომელიც “დიდი სლემის” ტურნირების მერვედფინალში ითამაშებს.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ჩუნგი (კორ)-ა. ზვერევი (გერ, 4) 5:7, 7:6(3), 2:6, 6:3, 6:0
ტიმი (ავსტრია, 5)-მანარინო (საფ, 26) 6:4, 6:2, 7:5
სანდგრენი (აშშ)-მარტერერი (გერ) 5:7, 6:3, 7:5, 7:6(5)
ფონინი (იტა, 25)-ბენეტო (საფ) 3:6, 6:2, 6:1, 4:6, 6:3
ფუჩოვიჩი (უნგ)-კიკერი (არგ) 6:3, 6:3, 6:2