დღეს, ავსტრალიის ღია პირველობაზე იუნიორთა ტურნირიც დაიწყო.
გოგონებს შორის აქ ორი ქართველი ჩოგბურთელი გამოდის – მარიამ დალაქიშვილი და ანა მაქაცარია.
დალაქიშვილმა უკვე ჩაატარა პირველი წრის შეხვედრა და მეორე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა – მან საათსა და 38 წუთში დაამარცხა ავსტრალიელი მეგან სმიტი – 6:2, 3:6, 6:3. ქართველმა მესამე გადამწყვეტი სეტი მაღალ დონეზე წარმართა და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს.
მეორე წრეში დალაქიშვილის მეტოქე ამერიკელი ალექსა ნოელი იქნება, რომელიც მეშვიდე ნომრად არის განთესილი.
რაც შეეხება ანა მაქაცარიას, ის კვირას გამართავს პირველი წრის შეხვედრას ფრანგი კლარა ბურელის წინააღმდეგ.
დალაქიშვილი და მაქაცარია გოგონათა წყვილების ტურნირშიც ჩაებმებიან. დალაქიშვილის პარტიორი იქნება მისი თანამემამულე ზოზია ქარდავა, მაქაცარიას მეწყვილე კი რუსი დარია ფრაიმანია.