ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/16 ფინალი დასრულდა.
მერვედფინალის ბოლო ორი საგზური ფავორიტებმა – როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვეს.
ფედერერი გამოცდილ ფრანგს რიშარ გასკეს ხვდებოდა და ზუსტად ორ საათი მოანდომა სამი სეტის მოგებას – 6:2, 7:5, 6:4. შვეიცარიელმა მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და თავად კი ხუთჯერ აიღო მეტოქის გეიმი.
უფრო იოლად გაიმარჯვა ჯოკოვიჩმა ესპანელი ალბერტ რამოსის წინააღმდეგ.
სერბმა 12-დან ხუთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, რამოსმა კი ექვსიდან – არც ერთის. ჯოკოვიჩმა ბრწყინვალედ ითამაშა პირველ მოწოდებაზე – რეალიზაციის პროცენტი 80-ს უდრიდა.
1/8 ფინალის წყვილები მამაკაცთა ტურნირზე:
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დიეგო შვარცმანი (არგ, 24)
მარინ ჩილიჩი (ხორ, 6)-პაბლო კარენო ბუსტა (ესპ, 10)
გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 3)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 17)
კაილ ედმუნდი (ბრიტ)-ანდრეა სეპი (იტა)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 5)-ტენის სანდგრენი (აშშ)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 14)-ჰიეონ ჩუნგი (კორ)
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 19)-ფაბიო ფონინი (იტა, 25)
როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მარტონ ფუჩოვიჩი (უნგ)