აუდიტის სამსახური - მოძრაობა „ლელომ“ 310 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგში მოექცა. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია „ლელოს“ შემოწირულობების შესახებ.
აღნიშნული მონაცემებით, მოძრაობას 2-16 დეკემბერს 310 ათასი ლარი ჩაურიცხეს. შემომწირველთა შორის არიან მარიამ არველაძე (40 ათასი ლარი), ივანე ხაზარაძე (60 ათასი ლარი), გურამ მგელაძე (60 ათასი ლარი), ნათია შარაბიძე (60 ათასი ლარი), საბა ბუაძე (30 ათასი ლარი) და ნანა ღლონტი (60 ათასი ლარი).