აუდიტის სამსახური - 2019 წელს პარტიების შემოსავალმა 20 929 484 ლარი შეადგინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წელს პარტიების შემოსავალმა 20 929 484 ლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი შემოსავალი, 9 502 653 ლარი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც სრული ფინანსების 45 პროცენტია. მეორე ადგილზეა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“-1 676 618 ლარი, შემოსავლის 8 პროცენტი, „ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი ( 8%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -1 489 828 ლარი (7%), „მოძრაობა ლელო“ – 520 000 ლარი, (2%), სხვა პარტიები – 6 097 286 ლარი (29%).
2019 წელს პარტიებმა შემოწირულობის სახით 8 464 241 მლნ ლარი მიიღეს. ამ თანხებიდან შემოწირულობის ყველაზე დიდი წილი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.
აუდიტის სამსახურის ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს -7 036 166 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო, „ლელომ“ – 520 000, რადგან მას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს, „ევროპული საქართველო“ 289 982, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 274 953,„პატრიოტები“ -33 000, სხვა პარტიების შემოწირულობა -310 140.