ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა გაიმართა
ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა გაიმართა

ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. 2017 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

სამპრასის ჯგუფი:
რაფაელ ნადალი (ესპანეთი)
დომინიკ ტიმი (ავსტრია)
გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)
დავიდ გოფენი (ბელგია)

ბეკერის ჯგუფი:
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
მარინ ჩილიჩი (ხორვატია)
ჯეკ სოკი (აშშ)

ჯგუფურ ეტაპზე ჩოგბურთელები წრიული სისტემით ითამაშებენ. თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში ორ-ორი მოთამაშე გავა.
ტურნირი ლონდონში 12-19 ნოემბერს გაიმართება.