ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში კი, ექსპორტის მაჩვენებლემა 12 556 ტონა შეადგინა.
უწყების ცნობით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (99 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (74,0 ტონა), სლოვენიისა (57,3 ტონა), და სინგაპურის (0,04 ტონა) რესპუბლიკებში.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.