ატლანტიკის ოკეანეში არგენტინულ წყალქვეშა ნავს ეძებენ
ატლანტიკის ოკეანეში არგენტინულ წყალქვეშა ნავს ეძებენ

ატლანტიკის ოკეანეში არგენტინულ წყალქვეშა ნავს ეძებენ – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სამხრეთ ატლანტიკაში სამძებრო ოპერაციაში არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები მონაწილეობენ.

ნავთან კავშირი ორი დღეა, რაც გაწყდა. საუბარია TR-1700-ის ტიპის ნავზე სახელწოდებით „სან ხუანი“.

წყალქვეშა ნავის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფება. გაუჩინარებამდე ნავი პატაგონიის სანაპიროდან დაახლოებით 400 კილომეტრში იმყოფებოდა.

არგენტინული გამოცემა La Nacion წერს, რომ სავარაუდოდ, ბორტზე ელექტრომომარაგების სისტემასთან დაკავშირებით პრობლემა შეიმქნა, რის გამოც კავშირი გაწყდა.

„სან ხუანი“ გერმანიაშია აგებული. ის არგენტინის სამხედრო საზღვაო ძალების შემადგენლობაში 1985 წლიდანაა.

არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი ენრიკე ბალბი აცხადებს, რომ წყალქვეშა ნავმა ცეცხლოვანი მიწის კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზა დატოვა და თავის ბაზაზე მარ-დელ-პლატისკენ გაემართა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ის დაიკარგა. იმისთვის, რომ ის დაკარგულად ჩაითვალოს, ჩვენ ის უნდა ვეძებოთ და ვერ ვიპოვოთ“, – განაცადა ბალბიმ.

მისივე თქმით, ბორტზე რამდენიმე დღის სამყოფი სურსათია.