ათი ქულა თორმეტ წუთში - გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ფლორიდელებმა სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 127:119 დაამარცხეს.

ასეთ ქულაუხვ შეხვედრაში ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს სათამაშოდ 12 წუთი ერგო, რაც მაქსიმალურად შედეგიანად გამოიყენა:

5/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო, 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.

28 ქულით ორლანდოს ბომბარდირი გერმანელი მორიც ვაგნერი გახდა. ვაშინგტონელმა ჯორდან პულმა 30 ქულა ჩააგდო.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.