ათენში სოციალისტური პარტია „პასოკის“ ოფისს ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის განცხადებით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიის შენობა.
პარტიის ოფისს სოციალისტური ალიანსის ლიდერების სატელევიზიო დებატებამდე ერთი საათით ადრე გაუხსნეს ცეცხლი. შემთხვევის დროს შენობაში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელებმა ტერიტორია მოტოციკლით დატოვეს.
2017 წლის იანვარში თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს, რომლებიც „პასოკის“ ოფისს იცავდნენ, რა დროსაც ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
წყარო: Reuters