ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა
ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა

ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი დაუდგენელი პირი სასამართლოსთან მოტოციკლით მივიდა და კიბეზე ჩანთა დატოვა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად შენობის ფანჯრებში მინები ჩაიმსხვრა.

აღსანიშნავია, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ორმა ბერძნულმა მედიასაშუალებამ აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.