საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პარლამენტის წინ ფერმერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პოლიციის შეფასებით, აქციაზე, სულ მცირე, 8 000 ფერმერი 130 ტრაქტორით იმყოფება.
ბერძენი ფერმერები აცხადებენ, რომ ეს არის მათი პასუხი საბერძნეთის მთავრობისადმი, მათ არ ეშინიათ და არ აპირებენ უკან დახევას.
ბერძენი სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებებით, არაპროგნოზირებადი წყალდიდობებით, ექსტრემალური სიცხით და ტყის ხანძრებით დაზარალდნენ და ამის გამო ითხოვენ კომპენსაციას.
მათივე თქმით, ათენში მთავრობაზე ზეწოლისთვის ჩამოვიდნენ და არ დაიშლებიან, ვიდრე მთავრობა მათ ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს.