ათენში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს [ვიდეო]
ათენში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. საპასუხოდ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ათენში საპროტესტო აქცია მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორ ფლოდისი გარდაცვალების გამო გაიმართა. მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრაციის დროს აშშ-ის საელჩოს შენობას პოლიციის კორდონი იცავდა.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით, „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და „მე ვეღარ ვსუნთქავ“.