ათენში ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი, გეორგე კარაივაზი საკუთარ სახლთან მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, რომელიც კრიმინალურ საკითხებს აშუქებდა, მოტოციკლზე მჯდომი ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ჟურნალისტის სახლთან ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს.
მკვლელობის შესაძლო მოტივთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ვეტერანი ჟურნალისტი გეორგე კარაივაზი კერძო ტელეკომპანია „სთარ თივი“-ში მუშაობდა და ბერძნული აუდიტორიისთვის სამართლებრივ საკითხებს, ასევე პოლიციის ისტორიებს აშუქებდა.